Sunday, July 24, 2011

ანაკლია– მითი და რეალობა


მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ანაკლია ოდითგანვე იყო მიდრეკილი მითებისკენ, მისი სახელის წარმოშობაზეც კი უამრავი მითი არსებობს, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გადავვარდით მისტიკაში. ზოგს შეიძლება გაზვიადებული მოეჩვენოს ეს ყველაფერი , მაგრამ როცა ანაკლიის დამტვერილ ცენტრში მანქანიდან გადმოგძახებენ ქალაქი ანაკლია აქედან კიდევ  შორს არისო უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს  მითების სამყაროს უნდა შეაფარო თავი, ასეთ დროს რთულია ადამიანს უთხრა რომ ანაკლია ქალაქი არ არის და ის რაც მას სმენია მომავლის მითია, ის რაც უნახია და გაუგია მომავლის ანაკლიაა, ის რომ დამტვერილ ოპელში ზის (ვაკონკრეტებ მანქანის მარკით არ იზომება ადამიანობა) მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, ის უბრალოდ ვერ გაჩერდება მითების ანაკლიაში ჯერჯერობით ერთად–ერთ რეალობა  სასტუმრო „ანაკლიაში“ და მოუწევს ამ დამტვერილ ქუჩებს დაუყვეს და საოჯახო სასტუმროში გაჩერდეს დღეში ათ ლარად, აი აქედან კი კარგი ამბები იწყება, კარგ ამბებს ხომ ბოლოსთვის ინახავენ. ადამიანები ჩამოდიან ანაკლიაში და როცა მსუბუქად რომ ვთქვათ  ვიღაც უზომოდ ოპტიმისტის მიერ მისთვის დახატული სურათი გაქრება, მიაკითხავს საოჯახო სასტუმროს, ერთი ჩვეულებრივი ანაკლიელი  ათი ლარით გამდიდრდება, ერთი ჩვეულებრივი ანაკლიელი გოგო და  ბიჭი სასტუმროში დასაქმდნენ, ადამიანები განუწყვეტლივ მუშაობენ და გაუჩნდათ რაღაც შემოსავალი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა რომ კარგი ამბების სია გრძელი იყოს, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მითების სამყაროში მე არ მიმიღეს და ...

1 comments:

Tamta glonti said...

გადავიფიქრე:)

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Walgreens Printable Coupons